ბათუმისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. 10-მდე ადამიანი დაშავდა ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

შემთხვევა სოფელ გომთან მოხდა. ერთმანეთს ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახნენ.

რამდენიმე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.