ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსმა 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფები დაასახელა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში კონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად იმართება 18-33 წლის ასაკის ფოტორეპორტიორებისათვის. ეს ერთადერთი პროექტია რუსეთში, რომელიც მხარს უჭერს და პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება ახალგაზრდა ფოტოგრაფებს.
2017 წელს კონკურსზე 5000 ნამუშევარი შეგროვდა და გაფართოვდა პროექტის გეოგრაფია მონაწილე ქვეყნების 76-მდე გაზრდით. გამარჯვებულთა ფოტონამუშევრები გამოიფინა მოსკოვში, სტამბულში, კეიპტაუნში, შანხაიში, პეკინში, კაიროში, ბერლინში, რომსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 2018 წელს ფოტოკონკურსში 77 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.