მიხეილ ხუბუტიას ვაჟმა თავი მოიკლა - ბიზნესმენი გარდაცვლილ შვილს ფეისბუქით მიმართავს

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ვაჟი ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში მდებარე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება რუსული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი მოიკლა. გარდაცვლილს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. 

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა მკვლელობის იარაღი, თუმცა რაიმე სახის წერილი მას არ დაუტოვებია. 

თავად მიხეილ ხუბუტია, რუსული მედიის ცნობით, სან-ტროპეში იმყოფება. 

რამდენიმე წუთის წინ ბიზნესმენის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა ჩანაწერი:

„რისთვის, შვილო? შენ ხომ კეთილი, ალერსიანი, განათლებული, ჭკვიანი იყავი? რისთვის ვიცოცხლო?“