მამუკა ბახტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მის მიდგომას იზიარებს
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აპოლიტიკური უნდა იყოს და სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მას შემდეგ გახდა, რაც  ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  თანამდებობა დატოვა. სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პირველი მოადგილე მზია თოდუა ასრულებს. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა>>>

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს.

„ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში”, — განაცხადა პრემიერმა

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.