საქართველოში დანაშაულის რაოდენობა კვლავ იზრდება

ორჯერ გაიზარდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა (320%–ით) და თვითმკვლელობამდე მიყვანა (137,24%–ით)
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შსს–ს მონაცემებით, წლის პირველ ექვს თვეში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 52,93%–ით გაიზარდა, აღნიშნულია უწყების მასალებში.

სულ იანვარ–ივნისში დარეგისტრირებული იყო 28,2 ათასზე მეტი დანაშაული, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში – დაახლოებით 18,5 ათასი.

უველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, თაღლითობა და გამოძალვა. ნახევარ წელიწადში დაფიქსირდა ამგვარი დაახლოებით 11,4 ათასი დანაშაული.

დანაშაულის დაფარვაზე სასჯელი მკაცრდება

2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ორჯერ გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა – მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა. წლის დასაწყისიდან ასეთი 1,1 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. ამასთან, ორჯერ გაიზარდა მკვლელობის მცდელობა (320%–ით) და თვითმკვლელობამდე მიყვანა (137,24%–ით).

ამას გარდა, ორნახევარჯერ გაიზარდა ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მიყენება, ძალადობა და ოჯახური ძალადობა. შსს–ს სტრუქტურებმა დაარეგისტრირეს 5,2 ათასზე მეტი ასეთი დანაშაული. აქედან ნახევარზე ცოტა ნაკლები ოჯახურ ძალადობაზე მოდის.

ამავე დროს, საქართველოში მცირდება ნარკოტიკებთან – 24,71%–ით, იარაღთან – 12,87%–ით და ყაჩაღობასთან – 15,19%–ით დაკავშირებული დანაშაულები.