ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ორი ბიჭის დედამ, სოარეს შეილამ გამოაქვეყნა.
ქალმა კომენტარიც დაურთო მას:
„შეხედეთ ჩემი ცუგრიკოს რეაქციას, როგორ ემადლიერება ძმას, რომელმაც მკლავზე ტატუ გაიკეთა — ლომის ხახაში ძმის პორტრეტით“.
კადრებზე ჩანს, როგორ სხდებიან ძმებნი მანქანაში, როგორ ატრიალებს უფროსი მკლავს და უმცროსს ზედ გამოსახულ ტატუს აჩვენებს. დაუნის სინდრომის მქონე ბიჭი გაღიმებული, საოცარი სიამოვნებით ათვალიერებს ძმის საჩუქარს და მადლიერების ნიშნად კოცნის.
ვიდეომ საოცარი შთბეჭადილება მოახდინა მნახველებზე და უამრავი თბილი კომენტარიც დაიმსახურა.