ოსკარზე წარსადგენად ექვსი ქართული ფილმი იბრძოლებს

საუკეთესო ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ამერიკის კინოაკადემიამ  თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2019 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის — საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო და 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ექვსი  ქართული ფილმი იბრძოლებს. ესენია: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა,“ ზაზა ხალვაშის „ნამე,“ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი,“ მარიამ ხაჭვანის „დედე,“ ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი“ და გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი.“

მელბურნის კინოფესტივალზე საქართველო ორი ფილმით წარდგება

წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესო ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით აგვისტოს ბოლოს გამოავლენს, რის შემდეგაც ქართული სელექცია წინასაოსკარო მარათონში ჩაერთვება.

ქართულმა 3D ფილმმა კალიფორნიაში კინოფესტივალი დაიპყრო >>

კინოაკადემია „ოსკარის" ადმინისტრაციამ რიგით 91-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია — 2019 წლის 24 თებერვალი.