სვანეთის მთებიდან ყინულის მასა ჩამოიშალა

ინფორმაცია ყინულის მასის ჩამოშლის შედეგად დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სვანეთში ლეხზირის მყინვარიდან ყინულის მასის ნაწილი ჩამოიშალა, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, სიტუაციის შესწავლის მიზნით მყინვარზე სპეციალისტები იმყოფებიან.

დასავლეთ საქართველოს მყინვარებს უპილოტო საფრენი აპარატები გააკონტროლებს

„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან), რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება", — აღნიშნულია განცხადებაში.

მყინვარი დასახლებული პუნქტებიდან შორსაა. ამ ადგილს დროგამოშვებით ტურისტები სტუმრობენ, თუმცა, ზუსტი მონაცემები იმის თაობაზე, იმყოფებოდნენ თუ არა ყინულის მასის ჩამოშლის დროს ისინი ამ ტერიტორიაზე, არ არის.

ამ ეტაპზე დროებით გადაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა. გზა არ გაიხსნება, სანამ სპეციალისტებისგან შესაბამისი ინფორმაციას არ გავრცელდება.

ლეხზირის მყინვარი საქართველოში ყველაზე დიდი მყინვარია. ის დაახლოებით 36 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და 15,9 კილომეტრი სიგრძისაა. მყინვარის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათას მეტრზეა განთავსებული.