ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ივლისში მილიონს გადააჭარბა, ზრდა გასულ წელთან შედარებით 10,5%-ია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტორების რაოდენობას, მან ივლისში 564,9 ათასზე მეტი (ზრდა +15%) შეადგინა.

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი იზრდება

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იყვნენ.

ივლისში ქვეყანას ქართული დიასპორის 38,3 ათასი წარმომადგენელი ეწვია, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით, 0,8%-ით ნაკლებია.

საერთაშორისო ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან (+115%), კორეადან (+83%), ბელარუსიდან (+55%), აშშ-დან (+54%) და საუდის არაბეთიდან (+44%).

უცხოელები საქართველოში ყველაზე ხშირად საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით ჩამოდიან.

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომელთაც ვიზიტორები კვეთენ, თბილისის აეროპორტის, სარფისა და ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ლიდერობენ.

საქართველოში ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ახალი სასტუმროები ჩნდება, ტარდება საზ.კვების ობიექტების ხარისხის შემოწმება, ასევე პერსონალისა და გიდების გადამზადება.