ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 აგვისტოს

კვირას დედაქალაქში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 5 აგვისტოს უპირატესად მზიან ამინდს გვპირდებიან.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +22 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით მაქსიმალური +31 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

მზე 05:58 საათზე ამოვა და 20:14 საათზე ჩავა.