წყალდიდობა ფოთში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

ფოთში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ Sputnik-საქართველოს სურათები ქალაქის დატბორილი ქუჩებიდან

ფოთში გადაუღებელმა წვიმამ საცხოვრებელი უბნები დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზარალდა საცხოვრებელი სახლების ეზოები და ქვედა სართულები, წყალი დგას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც. ათობით ადამიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკია და ავეჯის გარეშე დარჩა.

1 / 8
ფოთში ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა
2 / 8
წყალმა დატბორა ქალაქის ქუჩები და შენობების პირველი სართულები
3 / 8
ათობით ოჯახი საყოფაცხოვრები ტექნიკისა და ავეჯის გარეშე დარჩა
4 / 8
ქალაქის ცენტრში წყალმა ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა
5 / 8
ქალაქის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს
6 / 8
ადგილობრივების თქმით, საქმე ისაა, რომ ფოთში თითქმის ყოველი წვიმის შემდეგ ანალოგიური სიტუაცია იქმნება
7 / 8
ქალაქელები ასევე აცხადებენ, რომ საკანალიზაციო მილები არ იწმინდება რეგულარულად, ხოლო სატუმბ სადგურზე არ არის გენერატორები, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ამუშავდება
8 / 8
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილის გამო დაახლოებით სამი-ოთხი საათის განმავლობაში გამორთული იყო ელექტროენერგიის მიწოდება და სწორედ ამიტომ შეიქმნა წყლის გაწოვის პრობლემა