ტურიზმი და პოლიტიკა: როგორ ავირიდოთ უცხოელი გიდების მიერ საქართველოზე ფაქტების დამახინჯება

მრგვალი მაგიდა „როგორ ავირიდოთ თავიდან უცხოელი გიდების მხრიდან საქართველოს შესახებ ისტორიული ფაქტების დამახინჯება?" გაიმართება პარასკევს, 3 აგვისტოს, 15:00 საათზე „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში
Sputnik

ექსპერტებმა და ადგილობრივმა გიდებმა უცხოელი გიდების მხრიდან ისტორიული ფაქტების დამახინჯების პრობლემა არაერთხელ დააყენეს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებასა და ამ ფაქტების აღკვეთას მოითხოვდნენ, რადგან ბევრი ტურისტი ტოვებს თბილისს ისე, რომ, მაგალითად, ჰგონია, რომ უძველესი სპარსეთის ქალაქში იმყოფებოდა. ხანდახან ხდება, რომ ტურისტების ჯგუფი საქართველოში თავისი გიდით ჩამოდის, რომელსაც ქვეყნის შესახებ სრული ინფორმაცია არა აქვს და ამასთან ერთად, მონაცემებს ამახინჯებს კიდეც.

საქართველოს გიდები კულტურის სფეროში ცოდნას აიმაღლებენ

შესაძლოა, უახლოეს მომავალში უცხოელმა გიდებმა ქართულ ტურისტულ კომპანიებში მუშაობა ვეღარ შეძლონ.

ამჟამად საქართველოში გიდის საქმიანობა ყველას შეუძლია. ერთადერთი პირობაა საქმიანობის დარეგისტრირება და გადასახადის გადახდა. არის შემტხვევები, როდესაც უცხოელი თანამშრომლობას იწყებს ქართულ კომპანიასთან, ხდება გიდების ასოციაციის წევრი და ამ საქმიანობის უფლებას უპრობლემოდ იღებს.

როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან უცხოელი გიდების მხრიდან ისტორიული ფაქტების დამახინჯება? რა რეგულაციებია საჭირო ტურისტულ სფეროში? რას ურჩევენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს? როგორ აპირებს გიდების ასოციაცია ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას?

ამ და სხვა კითხვებს უპასუხებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

— ექსპერტი ტურიზმის სფეროში, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო კვარაცხელია;

— ტურისტული სააგენტო Agassi Travel-ის დირექტორი რუსუდან მორგოშია;

— საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი ეკატერინე ლომაძე;

— საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენელი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com