თიკა აბაშიძე: საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი" უსახსრობის გამო დღის ცენტრად გადავაქციეთ

თიკა აბაშიძის განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაციის ნაცვლად დღის ცენტრი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბავშვებს ყოველდღე შეეძლოთ რაიმე დახმარების მიღება.
Sputnik

„ჩვენთან 12 წლის გიორგი წულუკიძეა, რომელზეც დედამ უარი თქვა, მისი ყოველდღიურობა  ქუჩაში გადის და დახმარება სჭირდება", — განაცხადა თიკა აბაშიძემ.

თიკა აბაშიძე ბათუმში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია "დღის ცენტრი-იალქანის" დამფუძნებელია, რომელიც სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს დახმარებას უწევს.