ფოთში ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ქუჩები დატბორა

ადგილობრივების განცხადებით, ქალაქში ყოველი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები იქმნება, რადგანაც სანიაღვრე არხები გაუმართავია.
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, ამის შესახებ ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი იტყობინება.

სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ პრობლემები რამდენიმე რაიონს შეუქმნა

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულები დატბორა, რის გამოც ათობით ოჯახი დაზარალდა.

გარდა ამისა, დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც, განსაკუთრებით კი მძიმე მდგომარეობა შეიქმნა დანელიასა და პუშკინის ქუჩებზე.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქში ყოველი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები იქმნება, რადგანაც სანიაღვრე არხები გაუმართავია.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ქალაქში არსებული შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა, უხვი ნალექის გამო, სისტემამ წყლის ჭარბი რაოდენობა ვერ გაატარა.

შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს უახლოეს დღეებში დაითვლის.