სამწუხარო სტატისტიკა: საქართველოს წყლებში ორ თვეში 39 ადამიანი დაიხრჩო

რაც შეეხება გადარჩენილებს, სტატისტიკა ასეთია: მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ზღვაზე 145, მდინარეზე -11, ტბაზე კი - 36.
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი ადამიანი მდინარეებში დაიღუპა — 20 კაცი, 8 — ზღვაში, ხოლო 11 ტბაში დაიხრჩო. 

რაც შეეხება გადარჩენილებს, სტატისტიკა ასეთია: მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ზღვაზე 145, მდინარეზე —11, ტბაზე კი — 36.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი, მდინარეები და ტბები ადგილობრივების გარდა ტურისტებსაც იზიდავს, წელს როგორც ზღვაზე, ისე მსხვილ წყალსაცავებთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და მაშველები მუდმივად მორიგეობენ.