"აჭარის ღვინის სახლი": საქართველოს ღირსშესანიშნაობები

Sputnik

"აჭარის ღვინის სახლი" 2010 წელს გაიხსნა და პრაქტიკულად მაშინვე პოპულარული გახდა. დღეისათვის ეს ადგილი დილიდან საღამომდე სავსეა ტურისტებით. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება "აჭარის ღვინის სახლი"

"აჭარის ღვინის სახლი" ბათუმთან ახლოს მდებარეობს, კერძოდ ხულოს და ქედას მიმართულებით მიმავალ გზაზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრაც შეიძლება დაახლოებით 30-40 წუთში ქალაქიდან.

1 / 21
"აჭარის ღვინის სახლი" 2010 წელს შეიქმნა და პოპულარობაც უმალვე მოიპოვა
2 / 21
დღეისათვის აჭარის ღვინის სახლი რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა
3 / 21
პირველ სართულზე კედლებზე განთავსებულია ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც ესტუმრნენ ამ ადგილს. მათ შორის არიან მტავრობის წევრები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, მომღერლები და მუსიკოსები
4 / 21
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტუმრობის ფოტო ცალკე კიდია კედელზე, მის ქვეშ კი შთაბეჭდილებების წიგნაკია განთავსებული
5 / 21
მთავარ შენობაში ასევე არის მარანი, სადაც ტურისტებისთვის ექსკურსიები იმართება
6 / 21
აქვე მიმდინარეობს ქართული ღვინოების დეგუსტაცია
7 / 21
მათთვის, ვინც დაიღალა ან სიცხისგან თავის დაღწევა და დასვენება სურთ, გამოყოფილია ეროვნულ სტილში მოწყობილი მოსასვენებელი ოთახი
8 / 21
"აჭარის ღვინის სახლის" ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანიც. ერთი ჭიქა ღვინო, ყავა ან ჩაი შესასვლელი ბილეთის ფასში შედის
9 / 21
"აჭარის ღვინის სახლში" სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქვევრში დამზადებული ქართული ღვინო
10 / 21
ეზოში სპეციალური ლამაზი ცერემონია იმართება - მიწაში ჩაფლულ ერთ-ერთ ქვევრს თავს ხდიან და სტუმრებს ღვინით უმასპინძლდებიან
11 / 21
შენობის სტილი ძველ ტრადიციებს უკავშირდება
12 / 21
მთავარი შენობის გარშემო მყუდრო და ლამაზი ეზოა მოწყობილი
13 / 21
ამ ფანჩატურში იმართება ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები - ხინკლის, მწვადის, თონის პურისა და ჩურჩხელის
14 / 21
მასტერ-კლასების ფანჩატური ვენახის მახლობლადაა განტავსებული. აქ ყველა სტუმარი იღებს სამახსოვრო ფოტოს
15 / 21
სტუმრებს საშუალება ეძლევათ რესტორნის მომსახურებით ისარგებლონ როგორც შენობაში, ასევე გარეთ განთავსებულ მაგიდებზეც
16 / 21
ინტერიერის დეტალები სტუმრებს სასიამოვნო და ლაღ გარემოს უქმნის
17 / 21
ღია ცის ქვეშ მაგიდებთან ჯდომა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე შენობაში - ცხელ ამინდშიც კი. აქ ხომ მთის სუფთა ჰაერია
18 / 21
ღვინის მაღაზიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოების ფართო არჩევანი, ასევე ბრენი და ჭაჭა
19 / 21
ბრენდი და ჭაჭა მარანშივე ინახება კასრებში
20 / 21
თუ აჭარის ღვინის სახლს ტურისტების დიდი ჯგუფი სტუმრობს, მათ ამ ფანჩატურში უმასპინძლდებიან. აქ ერთდროულად რამდნეიმე ათეული ადამიანი ეტევა
21 / 21
აჭარის ღვინის სახლი ღვინის ქარხნის ნანგრევებზე გაკეთდა, რომელიც XVIII საუკუნეებში ფუნქციონირებდა. დღეს აქ იწარმოება ექსკლუზიური ღვინო, რომლის რაოდენობაც წელიწადში 7000 ბოთლით განისაზღვრება. ამიტომ ის სხვა ქვეყნებში არ გადის და მისი ყიდვა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი