ქართული ფეხბურთის ვეტერანებმა მრგვალი მაგიდის „მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში — შედეგები და პერსპექტივები" მიმდინარეობისას „Sputnik-საქართველოს" პრესცენტრში საქართველოში ფეხბურთის განვითარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს.
„საქართველოში ფეხბურთი აღარ უყვართ. აღარ უყვართ ისე, როგორც ადრე იყო. როცა ჩვენ ვთამაშობდით და ვვარჯიშობდით, დიდ სიყვარულს ვგრძნობდით გულშემატკივრის მხრიდან. ახლა ახალგაზრდობას სხვა რა აინტერესებს — ისინი არ მოდიან არც ვარჯიშზე და არც თამაშზე", — განაცხადა კლუბ „ვიტ ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელმა, კლუბ „დინამო" თბილისის სელექციონერმა გელა ბანცურმა.
„ის, რომ სახელმწიფო ფულს გვაძლევს, ეს ისე მნიშვნელოვანი არ არის და ყველაფერს არ წყვეტს, მთავარია, რომ ინფრასტრუქტურა იყოს. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებს, რადგან მათ არანაირი პირობები არ აქვთ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ფეხბურთელები ცუდ მინდვრებზე გაზრდილან. მაგრამ ასე შეიძლება გაიზარდოს ერთი, ჩვენ კი გვჭირდება გუნდი, რადგან ეს ინდივიდუალური სპორტი არ არის", — განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს" ყოფილმა მოთამაშე ავთანდილ ქანთარიამ.
მისი თქმით, ქვეყანას, პირველ რიგში, სტადიონები ესაჭიროება.
„ბავშვებმა უნდა იოცნებონ, რომ გაიზრდებიან ამ სტადიონზე ითამაშებენ. ახლა საოცნებო არაფერი აქვთ", — აღნიშნა მან.