წმინდა სამების საოცარი მონასტერი სამების მთაზე

Sputnik

წმინდა სამების მონასტერი სამების მთაზე აჭარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ტაძრის სურათები, რომელიც კარგადჩანს ბათუმის ცენტრიდან

ბათუმის ცენტრიდან მონასტრამდე დაახლოებით 30 წუთის სავალია. ამ ადგილის ნახვა ნამდვილად ღირს, მითუმეტეს, რომ ქალაქზე აქედან ულამაზესი ხედი იშლება.

1 / 23
წმინდა სამების მონასტერი XIX საუკუნის ბოლოს აიგო
2 / 23
მზიან ამინდში მონასტერი კარგად ჩანს ბათუმის პორტიდან და ცენტრიდან
3 / 23
ტაძრის ტერიტორია გალამაზებულია გაზონით და ბაღებით. ბალახზე გამაფრთხილებელ ნიშნებსაც შეხვდებით, თუმცა მხოლოდ ქართულ ენაზე
4 / 23
მონასტრისკენ ციცაბო მთაზე ვიწრო გზა მიდის. მონასტრის შესასვლელთან მოწყობილია სადგომიც, თუმცა ადგილის პოვნა აქ ყოველთვის ძალიან რთულია
5 / 23
მონასტრის ტერიტორიაზე შესვლამდე გვხვდება კერძო სახლიც, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია კაფე. დამსვენებლებს აქ შეუძლიათ წაიხემსონ და ხედებით მიიღონ სიამოვნება
6 / 23
მონასტრის შესასვლელში ავტომობილებს გზას ჭიშკარი უკეტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთი მძღოლი მოისურვებდა ტაძრის კიბეებამდე მანქანით მისვლას
7 / 23
მონასტრისკენ მიმავალი გზა საკმაოდ ლამაზია, სადაც ხშირად შეხვდებით ტურისტებს
8 / 23
ველური ცხოველებისგან ტერიტორიას მავთულხლართებით იცავენ
9 / 23
მონასტრის გზაზე ასევე მრავლადაა გამაფრთხილებელი ბანერები, თუ როგორი სამოსითაა ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვები
10 / 23
შესასვლელთან ახლოს სტუმრებს ეგებება ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც შორტებსა და კაბებში გამოწყობილ ტურისტებს ფეხების დასაფარად პლედების შემოხვევაში ეხმარება. ქალებს კი დამატებით აძლევს თავსაბურავებს
11 / 23
შემდეგ კი სტუმრები გზას განაგრძობენ ტაძრისკენ
12 / 23
წმინდა სამების მონასტრიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ბათუმსა და მის შემოგარენზე
13 / 23
დასვენების დღეებში მონასტერს მრავალი მექორწილე წყვილი სტუმრობს. აქ ასევე ხშირად ნათლავენ ბავშვებს
14 / 23
ზოგი სტუმარი კი უბრალოდ სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მიდის მონასტრის ტერიტორიაზე
15 / 23
ტაძარში სურათის გადაღება არ შეიძლება, თუმცა ამ ფოტოს ავტორისთვის წესი უცნობი იყო, ამიტომ მან რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო მანამ, სანამ ეკლესიის მსახურებმა თხოვეს გადაღების შეწყვეტა
16 / 23
აჭარაში ყოფნისას მონასტრის ნახვის დაგეგმვა აუცილებელია
17 / 23
ხალხის უმეტესობა მონასტერს მანქანით სტუმრობს, თუმცა სტუმრების ნაწილი ტაძრამდე რამდენიმე კილომეტრიანი საცალფეხო ბილიკის გავლით ადის
18 / 23
დღისით ამ ხედის სანახავად უამრავი ხალხი მიდის ტაძარში
19 / 23
შენობა XIX საუკუნის ბოლოს აიგო. საბჭოთა კავშირის დროს მას საწარმოს ფუნქცია მიენიჭა, თუმცა 1947 წელს შენობას ნამდვილი დანიშნულება აღუდგინეს
20 / 23
1976 წელს წმინდა სამების ტაძარი ხანძარმა გაანადგურა. ამის შემდეგ შენობა მალევე აღადგინეს და 1979 წლიდან მონასტერმა ფუნქციონირება განაგრძო
21 / 23
ტაძარში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ აღევლინება, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს
22 / 23
ტაძართან მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც - პატარა ავტობუსი. გზაში განთავსებულია გაჩერებებიც, რომელთაგან ბოლოც პარკინგის მისადგომთანაა
23 / 23
ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე არის შესაძლებელი