ინდური მოდა მსოფლიოს იპყრობს: ფოტორეპორტაჟი ნიუ-დელიდან

Sputnik

ივლისის ბოლოს ნიუ-დელიში ინდური მოდის კვირეული გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში პრაქტიკული და ელეგანტური სამოსის სურათები

დიზაინერი რაულ მიშრას კოლექცია ნიუ-დელის მოდის კვირეულის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მოზაიკური და ყვავილის ფორმის ნაქარგები, ბროშები, ძვირფასი ნაჭრები და ქალური იერი. ავტორის თქმით, ის ისლამურმა ხელოვნებამ შთააგონა.

1 / 14
მაღალი მოდის ჩვენება ნიუ-დელიში 25-29 ივლისს გაიმართა
2 / 14
ხუთ დღიან შოუში ქვეყნის საუკეთესო დიზაინერები მონაწილეობდნენ
3 / 14
ეს "ღვთაებრივი" კოლექცია მოდის ჩვენების მთავარი კვანძად იქცა
4 / 14
ოსტატები შთააგონეს ისლამის საფუძვლებმა და თანამედროვე მიმართულებებმა
5 / 14
ნათელი ფერები და ჩახლართული მოყვანილობები აღმოსავლურ ტრადიციებზე მეტყველებს
6 / 14
მოდელებმა ინდოელი დიზაინერი ტარუნ ტახილიანის შემოქმედება უჩვენეს. სამოსები გაწყობილი იყო თანამედროვე ელემენტებითა და გამორჩეული ნაჭრებით
7 / 14
წელს დიზაინერებმა საკუთარი სამოსებისთვის უფრო რბილი და მსუბუქი ფერები შეარჩიეს
8 / 14
კაბებმა პოდიუმზე ინდოეთის სამეფო კულტურა გააღვიძეს
9 / 14
აღმოსავლური მოდა მოკრძალებისა და სტილის შერწყმაა. ოსტატებს არც წელს დავიწყებიათ ეს წესი
10 / 14
ინდოელმა დიზაინერებმა უჩვენეს როგორც თანამედროვე სამოსი, ასევე ძველებური, ბოლოში გაფართოებული კაბები
11 / 14
უჩვეულო ეფექტს ქმნიდნენ კაბების ფერებიც
12 / 14
ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ბოლივუდის მსახიობმა კანგანა რანაუტმა. მან უჩვენა ელეგანტური ნათელი სამოსი, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლურ და დასავლურ ხასიათს
13 / 14
თანამედროვე ინდოელი ქალის იმიჯი განისაზღვრება არა მხოლოდ ნათელი ფერის კაბით, არამედ სწორად შერჩეული აქსესუარებითაც
14 / 14
მაღალი მოდის კვირეულმა აღმოსავლეთის ტენდენციებს გაუსვა ხაზი