„ანსამბლმა თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი ძალა, შემართება და სცენაზე გამოსვლის უდიდესი გამოცდილება მისცა. ათი წლიდან ყოველდღე რეპეტიციებში ვიყავით ჩაფლული. ჩვენი რეპერტუარი მარტო საბავშვო სიმღერებისგან შედგებოდა, მაგრამ გამონახეს რაღაც ფორმა და წარმოგვაჩინეს საუკეთესო სახით“, – იხსენებს თამარ გვერდწითელი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ-შოუში“.
ცნობილი მომღერალი ჰყვება, როგორ მოხვდა „მზიურში“ და იხსენებს თავის პირველ ნაბიჯებს ანსამბლში.