სისხლიანი დაპირისპირება კახეთში: ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თელავში 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით კისრის არეში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

22 წლის ახალგაზრდამ ბათუმში ოთხი ადამიანი დაჭრა

შემთხვევა თელავში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილის ძმაა.

შემთხვევას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.