„აშშ-სა და ევროპაში კონცერტები და გასტროლები მქონდა. ყოველ ჯერზე ხალხთან შეხვედრა მაძლევს იმპულსს და ზუსტად ვიცი, რა გული მჭირდება იმისთვის, რომ მათთან ისევ მივიდე“, — აღნიშნა ნინო ქათამაძემ ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“.
ცნობილი მომღერლის თქმით, მისთვის ამერიკა განსაკუთრებული ქვეყანაა, რადგან იქ ყველა კუთხეში ხვდება ჯაზის ელემენტებს.