თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე საქართველოს რეგიონებში ტურნეს ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროზე სოფელ განმუხურში 4 აგვისტოს წარდგება, ნათქვამია პროექტ Check in Georgia-ს ვებ-გვერდზე.
მუსიკოსი ბენდთან ერთად წარდგება. მსმენელს ელოდება შერეული საკონცერტო პროგრამა, რომელშიც შევა კლასიკური ნაწარმოებები, ელექტრონული მუსიკა, ეთნო-მოტივები, ქართული ფოლკლორი და ჯაზი. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.
არტისტებმა ბორჯომსა და ახალციხეში კონცერტები უკვე გამართეს.
განმუხურის შემდეგ 11 აგვისტოს მუსიკოსები ამბროლაურში დაუკრავენ, 18 აგვისტოს კი ქობულეთში. გასტროლები დასრულდება 15 სექტემბერს კონცერტით თელავში.
შოკი ანაკლიაში: EchoWaves-ზე აფრიკული ჯგუფი გამოვა >>
დათო ევგენიძის კონცერტები სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.