თუშეთში მოზარდი კლდიდან გადავარდა

ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თუშეთში, გომეწრის ხეობაში 10 წლის მოზარდი კლდიდან გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოზარდი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა დაზიანებება აღენიშნება, მაშველებმა ვერტმფრენით თელავში გადაიყვანეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, მოზარდს თავის ტრავმა აქვს მიღებული და ისინი არ გამორიცხავენ, შემდგომი მკურნალობისთვის პაციენტი თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანონ.