სოფელ შილდაში ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

სავარაუდოდ, ბავშვი მაცივრის ელექტროჩამრთველს შეეხო
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 6 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი მაცივრის ელექტროჩამრთველს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.