თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости ტელეარხ Channel NewsAsia-ზე დაყრდნობით.
კვირას 6:47 საათზე ადგილობრივი დროით ვულკან რინჯანის უშუალო სიახლოვეს და ტურისტებში პოპულარული კუნძულ ბალის მახლობლად 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ მატარამთან ახლოს მოხდა. კერა 7,5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
„არიან დაღუპულები და დაშავებულები, დანგრეულია შენობები“, — ნათქვამია ქვეყნის სტიქიური უბედურებების აღმოფხვრის სააგენტოს განცხადებაში.
კონკრეტული მიზეზი, რომელმაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი, არ სახელდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაშავებულია მინიმუმ 20 ადამიანი.
გეოფიზიკის და მეტეოროლოგიის ინდონეზიური სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრას მინიმუმ 11 აფტერშოკი მოყვა.