თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ორშაბათ, 30 ივლისს თბილისში სინოპტიკოსები კიდევ ერთ უნალექო და ცხელ დღეს გვპირდებიან.
თბილისის რომელ წყალსატევებშია ბანაობა უსაფრთხო >>
თბილისში მზე 05:51 საათზე ამოვა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით და პლუს 23 გრადუსს შეადგენს. დღისით კი ტემპერატურა 36 გრადუს სითბოს მიაღწევს.
ქარი დედაქალაქში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე 20:21 საათზე ჩავა.