ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

აღნიშნული დანაშაულის მასალები გადაიგზავნება ბორჯომის პოლიციის სამმართველოში.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოიჭრას თუ არა ტყე - საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აგვისტოში გადაწყვეტს

სოფელ ჭობისხევში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხ საამქროში, სახერხი დანადგარი დაილუქა. ტერიტორიაზე იყო უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 30 ერთეული სამი მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი მორი.

აღნიშნული დანაშაულის მასალები გადაიგზავნება ბორჯომის პოლიციის სამმართველოში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების ფუნქციონირების 517 ფაქტი გამოვლინდა: სამცხე-ჯავახეთში — 112, აჭარაში — 95 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში — 74, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 73, შიდა ქართლში — 54 ფაქტი. ასევე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში — 39 ფაქტი გამოვლინდა, კახეთში — 28, გურიაში — 24 ფაქტი, ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე — 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში — სამი, ხოლო თბილისში — ორი.

გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას უკავშირდება, ხოლო 137 არარეგისტრირებული სახერხი იყო.