არალეგალი მიგრანტების გაქცევა ევროპაში მოხვედრის შემდეგ - ვიდეოკადრები

ალჰესირასი გახდა ძირითადი პუნქტი, რომლის გავლით მიგრანტები ხვდებიან ევროპაში, მას შემდეგ, რაც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრანტებით დატვირთულ გემებს იტალიურ პორტებში შესვლა აუკრძალა.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა YouTube-ზე ვიდეო, რომელზეც არალეგალი მიგრანტები აფრიკის ქვეყნებიდან ესპანეთის სანაპიროს ნავით მიადგნენ და სხვადასხვა მხარეს ქაოტურად გაიქცნენ, იუწყება РИА Новости.

საქართველოში ჩამოსულ მიგრანტებს არავინ აკონტროლებს?!

ვიდეოზე ჩანს, რომ 30-კაციანი ჯგუფი მიუახლოვდა პლაჟს ესპანეთის საპორტო ქალაქ ალჰესირასის მახლობლად. ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ მიგრანტები სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, რათა სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მათი დაჭერა ვერ შეძლონ.

გამოცემა იუწყება, რომ ბოლო კვირაში ესპანეთის სანაპიროს ამ ხერხით უკვე 1600-ზე მეტი მიგრანტმა მიაღწია. აღნიშნულია, რომ მიგრანტები გზას მაროკოს სანაპიროზე იწყებენ და გიბრალტარის სრუტეს გასაბერი ნავებით გადაცურავენ.

ალჰესირასი გახდა ძირითადი პუნქტი, რომლის გავლით მიგრანტები ხვდებიან ევროპაში, მას შემდეგ, რაც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მიგრანტებით დატვირთულ გემებს იტალიურ პორტებში შესვლა აუკრძალა.