„შაბათ-კვირას 15:00 საათიდან მთაწმინდის პარკში დაგხვდებათ საწუწაო თოფები და წყლის ჭავლი. ფესტივალს ორგანიზებას გაუწევენ მხიარული და აქტიური ანიმატორები, ერთად ვიწუწაოთ და გავგრილდეთ ცხელ ზაფხულში", – აღნიშნა თამარ ლიპარტელიანმა.
ფესტივალის ორგანიზატორები იმასაც ამბობენ, რომ შაბათ-კვირას მთაწმინდის პარკიდან მშრალი ვერავინ წავა.