ავტოავარია დაღესტანში – დაღუპულია ხუთი ადამიანი

შემთხვევა ფედერალურ საავტომობილო გზაზე პარასკევს მოხდა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. დაღესტანში პარასკევს მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემთხვევა მოხდა ფედერალურ საავტომობილო გზაზე „კავკასია“.

ამჟამად ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები ირკვევა.