ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე - ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდულობს

პარასკევს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეიძინა
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. პარასკევს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეიძინა და ლარის კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 2,4096 GEL/$1.

ეროვნული ბანკი ფულად–საკრედიტო პოლიტიკას არბილებს >>

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 27 ივლისამდე ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა ოთხი სავალუტო აუქციონი და 50 მილიონი დოლარი შეიძინა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უქმეებზე ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,449 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0036 ლარით მაღალია, ვიდრე ორშაბათს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.