22 წლის ახალგაზრდამ ბათუმში ოთხი ადამიანი დაჭრა

ახალგაზრდები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში 17 წლის ბიჭი საკუთარ ბინაში დაჭრეს

შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოთხ პირს ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა.

დაშავებულები 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდები არიან. სამი მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორი ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს („განზრახ მკვლელობის მცდელობა“), რაც ითვალისწინებს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.