ვინ აკეთებს საქმეს და ვინ - „ახალტურებს" საქართველოს პარლამენტში

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომელი დეპუტატები აცდენდნენ ყველაზე მეტად სხდომებს
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" მეცხრე მოწვევის პარლამენტის ცალკეული დეპუტატების მუშაობის ანალიზი წარმოადგინა.

კვლევა 2016 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყების პირველი წელს დაფიქსირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის დაახლოებით ორი ათასი შემთხვევა. აქედან 68% — ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

საკომიტეტო და პლენარული სხდომების ყველაზე მეტი გაცდენა საპატიო მიზეზით აქვს დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფიას.

ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის მხრივ „ლიდერობს" უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა შალელაშვილი, ხოლო საკომიტეტო სხდომების — ოპოზიციონერი გიორგი ტუღუში.

ყველაზე ატიურ დეპუტატად დასახელდა უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია. ის ასევე არის კომიტეტის (იურიდიულ საკითხთა) ყველაზე აქტიური თავმჯდომარე. პლენარულ სხდომებზე ყველაზე მეტი კითხვა დასვა უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა. აქტიურობდა ასევე ოპოზიციონერი რომან გოცირიძე.

არასამტავრობო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს უმრავლესობის დეპუტატის, ირინა ფრუიძის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობაში შეტანილ წვლილს. დადებითი შეფასება მიიღო ასევე ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გენდერული თანასწორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოზიტიური ტენდენციებიც. არც ერთი პლენარული სხდომა არ ჩაშლილა კვორუმის არარსებობის გამო.

ამასთან, ავტორების აზრით, მდგომარეობა გაუარესდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის თვალსაზრისით. საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა განიხილა 213 პროექტი, აქედან 111 მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა.