ვიეტნამში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი სამხედრო, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩრდილოეთ ვიეტნამის ერთ–ერთ პროვინციაში სამხედრო თვითმფრინავმა ხუთშაბათს კატასტროფა განიცადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ ელექტრონულ გამოცემა VietnamNet–ზე დაყრდნობით.

გამოცემის მონაცემებით, ინციდენტი დაახლოებით შუადღისას მოხდა, თვითმფრინავი ქალაქ ვინიდან 100 კილომეტრში აფეთქდა.  

 

როგორც გამოცემა იუწყება, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივი ხელისუფლებიდან წყაროს ინფორმაციით, დაიღუპა ორი სამხედრო, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. მომხდარის მიზეზები უცნობია.