ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის სტუმრებს თავად შეუძლიათ ფრანის დამზადება და მისი გაშვება Kitedreams Georgia.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბათუმში პირველად მოეწყობა ფრანების ფესტივალი, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფერადოვანი შოუ ორდღიანი იქნება, გაიმართება 28 და 29 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ცენტრალური პარკის პირდაპირ.

ბათუმის საზაფხულო თეატრში „ქართულ ცეცხლს" დაანთებენ

ფესტივალში მონაწილეობის შესახებ დაახლოებით 100-მა საფრენი აპარატების მოყვარულმა განაცხადა. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ არა მხოლოდ დატკბნენ პროფესიონალების შოუს ცქერით, არამედ თავადაც გაუშვან ფრანი.

ორგანიზატორებმა მოამზადეს რამდენიმე მასტერ-კლასი, მათ შორისაა სპორტული და სამოყვარულო ფრანის გაშვება და ხელნაკეთი ფრანების აწყობა.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ მოწვეული დი-ჯეები Chiki და Rezz.

ორგანიზატორების თქმით, უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი პირველივე დღეს გაიმართება, როგორც კი გამოიდარებს. შოუ ოფიციალურად 12:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორია Kitedreams Georgia.