საბერძნეთში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია

ხანძრის ჩასაქრობ ოპერაციებში ჩართვის ემზადებიან სამხედროები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყეში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 79 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ტყის ხანძარს საბერძნეთში მრავალი სიცოცხლე შეეწირა

უფრო ადრე ინფორმაცია 74 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. დაშავებულია სულ მცირე 187 ადამიანი (164 მოზრდილი და 23 ბავშვი). უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული 100-ზე მეტი ადამიანი (დაუდასტურებელი ინფორმაციით).

დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ორი დაშავებული სახლში მკურნალობს.

ტყეს ხანძარი ათენის მახლობლად ორშაბათ დილით მოედო. ცეცხლს ებრძვის ათეულობით მეხანძრე, სამი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ხანძრის ჩასაქრობ ოპერაციებში ჩართვის ემზადებიან სამხედროები.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და დასავლეთით განლაგებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პროკურატურა მიზეზებს ადგენს.