„ამ ინტერვიუში ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. მან ეს უტიფრად დააბრალა ორ ბანკს და თავის მთავრობის პაიკებს“,- აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავარი მევახშე ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართუ ბანკია".