გიორგი ბახუტაშვილი: ცხოვრებაში აზარტი კარგია

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" აზარტის შესახებ საუბრობს.
Sputnik

 „მიმაჩნია, რომ აზარტი არ არის ხასიათის უარყოფითი ნიშან-თვისება. ის ხშირ შემთხვევაში ძალიან დადებით როლს თამაშობს  ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანმა თავისი შეგრძნებების და გრძნობების კონტროლი უნდა იცოდეს", — ამბობს ბახუტაშვილი.

მსახიობი ფიქრობს, რომ როდესაც რამე გინდა კარგად გააკეთო, ეს აზარტიცაა, საკუთარი პროფესიისა და იმ საქმის პატივისცემაა, რასაც აკეთებ.