ბათუმის საზაფხულო თეატრში „ქართულ ცეცხლს" დაანთებენ

პოპულარული ანსამბლი ბათუმში ცეცხლოვან ცეკვებს წარმოადგენს
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს „სამეფო ნაციონალური ბალეტი" ბათუმის საზაფხულო თეატრში განახლებული პროგრამით "ქართული ცეცხლი" 25 აგვისტოს გამოვა, იუწყებიან ორგანიზატორები.

„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია

ბთუმელები და ქალაქის სტუმრები პოპულარული ანსამბლის მიერ შესრულებულ ახალ საცეკვაო დადგმებს იხილაენ.

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყო, ბილეთის შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე, თეატრის სალაროებსა და ონლაინ.

საქართველოს „სამეფო ნაციონალური ბალეტი" 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა — გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ეროვნული ქართული ცეკვების ტრადიციების შენარჩუნებით, ანსამბლი პროფესიონალური დონითა და ნოვატორობით გამოირჩევა. ბალეტის მოცეკვავეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები არიან. კოლექტივის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული თანამედროვე ცეკვის ხელოვნების პოპულარიზაცია.