ძაღლების ეროვნული ჯიშები - გადაშენება თუ ახალი ცხოვრება

„Sputnik საქართელოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი-ბიშკეკი-ასტანა-ტალინი თემაზე „როგორ ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში ძაღლების ეროვნული ჯიშების აღორძინება"
Sputnik

საქართველოში, სომხეთში, ესტონეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში ძაღლების ენდემური ჯიშების — მეძებრების, გამპრების, ნაგაზების აღორძინებას ცდილობენ. სწორედ ეს თემა განიხილეს ხუთი ქვეყნის ექსპერტებმა ვიდეოხიდზე.

Заза Омаров - генеральный секретарь Кинологической федерации Грузии

საქართველოში ენდემურ ჯიშებად მიიჩნევა ქართული მთის ძაღლი და გურული ლაიკა. მათ შესახებ დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზაზა ომაროვმა.

„ქართული მთის ძაღლი — მოკლებეწვიანი კავკასიური ნაგაზია. გრძელბეწვიანებისგან განსხვავდება პირველ რიგში ხასიათით: ის უფრო გაწონასწორებულია. აგრესიის გამოვლენამდე გაფრთხილებას გაძლევენ. საკმაოდ შეკრული, ძვლიანი ძაღლია“, — აღნიშნა ომაროვმა.

Ум и преданность - грузинская горная собака, грузинская версия

ექსპერტის თქმით, ამ ძაღლების მოშენება საქართველოს გარდა, მისი ფარგლებს გარეთაც ხორციელდება. რაც შეეხება გურიის ლაიკას, ომაროვმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან საინტერესო ჯიშია, რომელსაც „ღვიძლისფერი“ შეფერილობა და 40-45 სანტიმეტრის სიმაღლე ახასიათებს.

„ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორი პიტომნიკია, ერთი გურიაში, მეორე ბათუმშია. ამ პიტომნიკების აღსაზრდელებს ერთმანეთს არ აკავშირებენ, თითოეულს თავისი იმპერია აქვს. ძაღლები საკმაოდ ხარისხიანია“, — აღნიშნა ომაროვმა.

ომაროვის თქმით, თბილისში გურიის ლაიკის ჯიშის მხოლოდ ერთი ძაღლია — თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე.

В Грузии возрождают эндемичные породы собак

ყირგიზეთში ძაღლის ეროვნული ჯიშის — ყირგიზეთის ნაგაზის ანუ დობოტის აღორძინებას ცდილობენ. ეს ძაღლები ამტანობით და სიმამაცით გამოირჩევიან.

სკანდალი ცხოველთა თავშესაფრის ირგვლივ თბილისში — ვიდეომ ადამიანები შეაძრწუნა >>

„ეს გადაშენების ზღვარზე არსებული ჯიშია, დაუმსახურებლად მიტოვებული და განადგურებული. ალბათ, რამდენიმე ათეული დარჩა, ისიც ძნელად მისადგომ მთებში. ჩვენი ამოცანა მათი აღორძინებაა… 1970 წლამდე მათ პოპულაციას არაფერი ემუქრებოდა, შემდეგ კი მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცხვრების ზოგიერთი დაავადება ადამიანზე აუცრელი ძაღლების ლეკვებისგან გადადის. მონადირეების ბრიგადებმა მთელს რესპუბლიკაში მოხეტიალე ძაღლების დახოცვა დაიწყეს“, — გამოტყდა საზოგადოებრივი გაერთიანება Кыргыз добот-ის პრეზიდენტი ადილ თულგაბაევი.

ტულგაბაევის თქმით, დობოტის ფუნქცია ყოველთვის საქონლის დაცვა იყო. მას შეუძლია დაგლიჯოს მგელი, დიდ ხანს შეუძლია იშიმშილოს და დიდი მანძილი დაფაროს.

Президент общественного объединения "Кыргыз добот" Адиль Тулгабаев

„ეს ჯიში ალაბაისთან შედარებით უფრო მსუბუქია. მთაში საკვებს თავად მოიპოვებს. მსხვილი მასიური ძაღლი მთაში ვერ გაძლებს, ის ვერც თრიას, ვერც ვირზაზუნას ვერ დაიჭერს“, — აღნიშნა ტულგაბაევმა.

ტულგაბაევის თქმით, ქვეყანაში დადიან აქტივისტები, პოულობენ ამ ძაღლებს შემდგომი შეჯვარებისთვის.

„სადღაც გავცვლით, სადღაც ვიყიდით, სადღაც მოვილაპარაკებთ. ან შთამომავლობის შესაქმნელად დროებით გვათხოვებენ. მაგრამ ბევრს ეს საკითხი არ ესმის. გვეკითხებიან: „ქალაქიდან ძაღლების გამო ჩამოხვედით? რატომ? სხვა საქმე არ გაქვთ?“ არ ესმით“, — აღნიშნა ტულგაბაევმა.

Заза Омаров - генеральный секретарь Кинологической федерации Грузии

ტაზი და ტობეტი — ძაღლების უძველესი ჯიშებია და ყაზახი მომთაბარეების დიდი ხნის მეგზურებია. დღეს ისინიც გადაშენების პირას არიან და მათ ადამიანის დახმარება სჭირდებათ. მონადირეთა და სამონადირეო მეურნეობა Кансонар-ის საზოგადოებრივი გაერთიანების რესპუბლიკური ასოციაციის მონაცემებით, ყაზახეთში სულ 60 ტობეტი და 100-ზე მეტი ტაზა დარჩა. აღსანიშნავია, რომ ეს სუფთა სისხლის ჯიშები არ არის.

„ტაზასთან დაკავშირებით სიტუაცია ისეთი სავალალო არ არის. რადგან ენთუზიასტებს, რომლებსაც ეს ძაღლები ჰყავთ, უყვართ ისინი და მათ სელექციას ახორციელებენ. თუნდაც ზოგიერთ მათგან ბიოლოგიური განათლება არ აქვს“, — აღნიშნა Кансонара-ის მთავარმა კინოლოგმა ინა ნაზარენკომ.

თუმცა ნაზარენკომ აღნიშნა, რომ ტობეტებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით ცუდად არის, რადგან ყველა ტობეტი მეტისია. მისი თქმით, სუფთა ჯიშის ტობეტების პოვნა თითქმის შეუძლებელია.

Видеомост: Редкие породы собак в Грузии, Армении, Эстонии и других странах

სომხეთის კინოლოგიური კავშირის პრეზიდენტის, საერთაშორისო კატეგორიის ექსპერტ ვიოლეტა გაბრიელიანის თქმით, სომხეთის ეროვნული ჯიში გამპრი სახელმწიფოს მიერ არის დაცული. 

„ეკოლოგიის სამინისტროს დადგენილებით გამპრი 2013 წლიდან სომხეთის ეროვნული საკუთრებას წარმოადგენს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ძაღლი საზღვრებს გარეთ გადის, რადგან ჩვენი ამოცანაა ამ ჯიშის პოპულარიზაცია, მაგრამ მისი გაფუჭების უფლებას არავის მივცემთ“, — აღნიშნა გაბრიელიანმა.

Президент кинологического союза Армении Виолетта Габриелян

ვიდეოხიდის მონაწილეები განსაკუთრებული სილამაზით გააოცა ესტონურმა მეძებარმა, რომელიც ძალიან წააგავს სხვა პოპულარულ ჯიშს — ბიგლს.

„ესტონური მეძებარი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყვანეს. მას ურევია რუსული მეძებრის, რუსული ჭრელი მეძებრის სისხლი, ინგლისური ფოქსჰაუნტის, ბიგლის, ტაქსის სისხლი“, — აღნიშნა ესტონური მეძებრების სელექციონერმა ვლადიმირ კოზირევმა.

ხასიათით ეს ძაღლი ძალიან მეგობრულია, მონადირის თვისებებში სხვა მონადირე ძაღლებს არ ჩამოუვარდება.