მაშველებმა როშკის უღელტეხილზე ისრაელის მოქალაქეები გადაარჩინეს

ისრაელის მოქალაქეებმა დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სამთო-მაშველებმა ყაზბეგი — როშკის უღელტეხილზე ისრაელის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

ბულგარელი ტურისტი მყინვარწვერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს

უწყების ცნობით, ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილება ვერ მოახერხეს.

მაშველებმა დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.