ბიოლოგიის მომავალი: ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

საქართველო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში 2011 წლიდან მონაწილეობს.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა ბიოლოგიაში საერთაშორისო 29-ე ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი მიიღეს, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ოლიმპიადა 15-22 ივლისს თეირანში გაიმართა.

სულ ოლიმპიადაში ირანში მსოფლიოს 71 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდნენ ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლე) და ბაჩუკი დალაქიშვილი (სკოლა „თამარიონი"), ხოლო საბა ბირკაძემ კომაროვის სახელობის №199 ფიზიკა-მათემატიკური სკოლიდან წამახალისებელი სიგელი მიიღო.

ბიოლოგიის მომავალი: ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

„სამინისტროს სახელით ვულოცავთ სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით გუნდის ხელმძღვანელებს — ეკატერინე ბაკურაძეს, ირინა მოდებაძეს და ნანა ბარნაველს", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში 2011 წლიდან მონაწილეობს.

„ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ">>

ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში 15 წელს ზევით მოსწავლეები მონაწილეობენ. ის ყოველ წელს, 1990 წლიდან მოყოლებული, ივლისში იმართება. ყოველ მონაწილე ქვეყანას ოლიმპიადაზე შეუძლია გააგზავნოს ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი (ბიოლოგიის ეროვნული ოლიმპიადაში გამარჯვებულები) და სამი ხელმძღვანელი.