ჯოჯოხეთური ცეცხლი: უკონტროლო ხანძარი ათენში ყველაფერს ანადგურებს

Sputnik

საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მახლობლად საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ხანძრის სურათები, რომელის ჩაქრობაც ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა

ათენის აღმოსავლეთით ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მის ჩაქრობაში მონაწილეობს ათობით მაშველი, გამოიყენება სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ძლიერი ქარი და სმოგი მაშველებს ხანძრის გაკონტროლებაში ხელს უშლის.

1 / 10
ათენი საფრთხის ქვეშაა. ქალაქის მიმართულებით ყველა მხრიდან ხანძარი ვრცელდება
2 / 10
აალების კერა, სავარაუდოდ, ფიჭვების ტყეში წარმოიქმნა. რთულად მისადგომი ფერდობი საბერძნეთის დედაქალაქიდან 50 კილომეტრში მდებარეობს
3 / 10
საბერძნეთში ივლისის დასაწყისიდან ძალიან ცხელი ამინდებია. ბოლო დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს
4 / 10
ხანძარი დიდი სისწრაფით ვრცელდება. ათენის მიმართულებით გზები გადაკეტილია
5 / 10
ხელისუფლება მცხოვრებებსაც და ტურისტებსაც საკურორტო ქალაქი კინეტას დატოვებისკენ მოუწოდებს
6 / 10
კიდევ ერთი კერა ათენის ცენტრალური მოედნიდან 30 კილომეტრშია
7 / 10
მეხანძრეებს საქმეს სიცხე და ძლიერი ქარი ურთულებს
8 / 10
ამინდის პირობების გამო ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენება ყოველთვის შესაძლებელი არაა
9 / 10
ქალაქში მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი, მათი აღდგენა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია
10 / 10
სახანძრო სამსახურის მონაცემებით, დასახლებული რაიონები ამ მომენტისათვის რისკის ქვეშ არ არის