„თბილისის ღამის კლუბებში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის, შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშის და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა“- განუცხადა საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
12 მაისს სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ „გალერიში“, „ხიდზე“, „მტკვარზე“ და „როკიტში“ ჩატრდა.