შემთხვევა ბრიუსელის აეროპორტში: სკანირებისას ნარკომოვაჭრეს კოკაინი მუცელში უპოვეს

ნარკომოვაჭრემ აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ნარკომოვაჭრე, რომელსაც კოკაინის შემცველობით 80 ლატექსის ბურთულა კუჭში აღმოაჩნდა, იუწყება РИА Новости.

სააგენტო Belga-ს ინფორმაციით, ნარკოტიკებით „გაჯერებული" კონტრაბანდისტი სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკიდან ავიარეისით ჩაფრინდა. მებაჟეებმა კოკაინი მის სხეულში სკანირების დროს აღმოაჩინეს.

ნარკომოვაჭრემ აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ნარკოტიკის საბაზრო ღირებულებისა და კონტრაბანდული ტვირთის წონის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.