მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

მაშველებმა დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით ყაზბეგში ჩაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე ლაშქრობისას რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთნულდზე ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა

უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

49 წლის მოქალაქე მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4,3 ათას მეტრზე იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი დაეცა. მაშველებმა დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით ყაზბეგში ჩაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.