მალხაზ კობაურის დედას ექსპერტიზის შედეგების არ სჯერა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურის ოჯახს სამხარაულის ექსპერტიზის არ სჯერა.
Sputnik

„ეს არის ტყუილი ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი. რასაც უნდათ იმას ათქმევინებენ. როცა დაკითხეს ადვოკატის გარეშე და წინასწარ ნიმუშები აუღეს, მაშინ იყო ჩემს შვილზე ზეწოლა, აღიარებინეს, რაც უნდოდათ“  — განუცხადა მწყემსის დედა მარიამ მარტიაშვილმა ტელეკომპანია  „რუსთავი 2“ —ს.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე, მათი ოთხი წლის ვაჟი ქელებ ისმატ სმიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში 8 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულმა ჩადენილ დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით უარყო.