ბულგარელი ტურისტი მყინვარწვერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს

კიდევ ერთ უცხოელ ტურისტს არ გაუმართლა - ყაზბეგის დალაშქვრისას მან ფეხები დაიზიანა
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა უცხოელი ტურისტი ყაზბეგის მყინვარწვერიდან ჩამოიყვანეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცმა — ბულგარეთის მოქალაქემ ლაშქრობისას ქვედა კიდურები დაიზიანა. დაშავებული ზღვის დონიდან 3200 მეტრზე იმყოფებოდა.

მაშველების ჯგუფმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.