თბილისი-სტამბოლის რეისის თვითმფრინავი ტრაპიზონში დაუგეგმავად დაეშვა

დაუგეგმავი დაშვება ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ტრაპიზონში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ერთ-ერთ მგზავრზე დაყრდნობით.

თბილისის აეროპორტში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ტელეარხის ინფორმაციით, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება ფრინველთან შეჯახებას უკავშირდება.

ამ ეტაპზე მგზავრები დამატებით ინფორმაციას ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი სტამბოლში გამგზავრებას.